დაპირისპირება გრძელდება – დმანისში ვითარება დაძაბულია

დმანისში ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება დღესაც მოხდა.

ადგილზე ადგილობრივი მოსახლეობა აქციას მართავდა. ისინი გუშინ მომხდარს აპროტესტებდნენ, რა დროსაც ახალგაზრდების ორი ჯგუფი ერთმანეთს დღესაც დაუპირისპირდა.

ინციდენტის ადგილზე სავარაუდოდ რამდენიმე პირი დააკავეს.

დმანისში, ადგილობრივ ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება გუშინ დაიწყო.  არიან კონფლიქტის შედეგად დაშავებულები. ინციდენტზე დმანისის პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.

ამასთან, როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ განაცხადა, ინციდენტში მონაწილე ყველა პირის იდენტიფიცირება ხდება.