დაპირისპირება დმანისში – გამოკითხვები გრძელდება

დმანისში, ახალგაზრდებს შორის მომხდარ ინციდენტზე პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვები გრძელდება.

დაპირისპირებაში მონაწილე ორ პირს დმანისის პოლიციის განყოფილებაში ამ დრომდე კითხავენ.

დმანისში ადგილობრივ ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება იყო. არიან კონფლიქტის შედეგად დაშავებულებიც. საქმეს პოლიცია იძიებს. ამ დროისთვის დმანისში სიმშვიდეა.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პრიმა 2-ის გ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ძალადობას ორი ან მეტი პირის მიმართ გულისხმობს.