კრწანისში გვიან ღამით, ახალგაზრდების ორ ჯგუფს შორის დაპირისპირება მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, კონფლიქტის შედეგად მოკლულია ერთი და დაჭრილია სამი ადამიანი.
დაჭრილები საავადმყოფოში არიან გადაყვანილები. ერთ-ერთ მათგანს ჭრილობა თავის არეში აქვს მიყენებული.
არსებული ინფორმაციით, ჩხუბში მონაწილე პირების ნაწილი კრწანისში სტუმრად იმყოფებოდა.