მსოფლიო პრემიერამდე 1 თვით ადრე, „Universal Pictures“-ის გადაწყვეტილებით, საქართველოს კინოთეატრებში ცნობილი ბლოკბასტერი ფილმის „ფორსაჟი 9“-ის საპრემიერო ჩვენება გაიმართა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, დაცვის პოლიციამ, ფილმის ჩვენებამდე გამართულ „ფორსაჟის“ ავტო მსვლელობაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც თბილისის ქუჩებში გაიმართა.
თბილისსა და რუსთავში „ფორსაჟი 9“-ის გადაღებები 2019 წელს მიმდინარეობდა, რომლის უსაფრთხოებას დაცვის პოლიცია უზრუნველყოფდა.