დეკანოიძე: საპარლამენტო საქმიანობის იარაღად გამოყენება პარტიისთვის მნიშვნელოვანი იქნება

„ახლაც მიმდინარეობს კონსულტაციები, გვაქვს შესაძლებლობა, რომ ნიკას მოვუსმინოთ, დაველაპარაკოთ და მასთან ერთად ძალიან ბევრი საკითხი გავიაროთ,” – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

მისი თქმით, პარტიაში სხვადასხვა საკითხზე კონსულტაციები მიმდინარეობს.

როგორც დეკანოიძემ აღნიშნა, მისი პირადი პოზიციაა, რომ საპარლამენტო საქმიანობის, როგორც იარაღად გამოყენება, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება პარტიისთვის.

„ახლაც მიმდინარეობს კონსულტაციები, გვაქვს შესაძლებლობა, რომ ნიკას მოვუსმინოთ, დაველაპარაკოთ და მასთან ერთად ძალიან ბევრი საკითხი გავიაროთ. ჩემი პირადი პოზიციაა, რომ საპარლამენტო საქმიანობის, როგორც იარაღად გამოყენება, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება პარტიისთვის. “, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

კითხვაზე: „ხომ არ არის შესაძლებელი, რომ მიშელის დოკუმენტზე ხელის მოწერის გარეშე შევიდეს პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობა“, დეკანოიძემ განაცხადა, რომ ეს ვერსიაც განიხილება.