“დინამო ზგ” 0:2 “სიონი”

ბოლნისის “სიონი” წარმატებულ სვლას განაგრძობს. ეროვნული ლიგა 2-ის მე-11 ტურში ქვემო ქართლის კლუბი ზუგდიდის “დინამოს” ესტუმრა და მეტოქე 0:2 დაამარცხა.

სიონს 11 ჩატარებულ შეხვედრაში 10 გამარჯვება და 1 მარცხი აქვს, სატურნირო ცხრილს კი 30 ქულით ერთპიროვნულად ლიდერობს.

კარგ ფორმაში მყოფი ბოლნისის “სიონი” ეროვნულ ლიგაში დაწინაურების მთავარი კანდიდატია. ბოლნისელები მომდევნო შეხვედრას 11 მაისს, შევარდენის წინააღმდეგ გამართავენ.