დმანისში დაპირისპირებულ მხარეებს შორის მოლაპარაკება მიმდინარეობს, პარალელურად კი მუნიციპალიტეტში დამატებითი საპოლიციო ძალების მობილიზებაა.
მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში ერთმანეთს დაპირისპირებული მხარეები ხვდებიან, პროცესში ჩართულები არიან ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, სოზარ სუბარმა შეხვედრაზე განაცხადა, კონფლიქტის ესკალაცია დროულად უნდა დასრულდეს და შეხვედრა შერიგებით დამთავრდეს.
ადგილზე იმყოფება პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელიც.
დაახლოებით ერთი საათის წინ ვითარება დაიძაბა დმანისის შესასვლელში, სადაც ფიზიკური დაპირისპირება იყო. პოლიციამ ვითარების განმუხტვა შეძლო.
ამ დროისთვის მუნიციპალიტეტის შესასვლელთან სიმშვიდეა.









