დმანისის შესასვლელთან სპეცდანიშნულების რაზმის მობილიზება ხდება

დმანისში სპეციალური დანიშნულების რაზმის დამატებითი ძალების მობილიზება ხდება. როგორც TV4-ის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, დაპირისპირების არეალში დამატებითი ძალების მობილიზებაა.  დმანისის შესასვლელთან სპეცრაზმი ხევის გავლით გადაადგილდება.

ვითარება რეგიონში კვლავ დაძაბულია. რამდენიმე წუთის წინ იყო დაპირისპირება კონფლიქტში მონაწილე პირებს შორის. ადგილობრივები პოლიციასაც დაუპირისპირდნენ. ადამიანთა ჯგუფი, რომელმაც ცოტა ხნის წინ დმანისის შესასვლელთან პოლიციის კორდონი გაარღვია,  უკან გაბრუნდა და დმანისი დატოვა.

დაშავდნენ მედიის წარმომადგენლებიც.

ამ დრომდე დმანისში, პოლიციის შენობაში იმყოფებიან შს მინისტრი და სუს-ის უფროსი.სამ საათზე მეტია მიმდინარეობს მოლაპარაკებები პოლიციის განყოფილებაში.