დმანისის ხუთ საბავშვო ბაღში სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი, დმანისის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგის მიზნით იმყოფებოდა. მხარის პირველი პირი სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს ადგილზე გაეცნო.

როგორც  სახლმეწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციამ გაავრცელა ინფორმაცია, ამ ეტაპზე, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტის ერთობლივი დაფინანსებით 1 700 000 ლარის ღირებულების, 5 საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია ხორციელდება.

ამასთან, სამუშაოების დასრულების შემდეგ, სააღმზრდელო დაწესებულებები თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოეწყობა და ექსპლუატაციაში ახალი სასწავლო წლისთვის შევა.

“მუნიციპალიტეტის სოფლებში ასევე, აქტიურად მიმდინარეობს სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა-რეაბილიტაციისა და სარიტუალო დარბაზების მშენებლობის პროცესი.

აღასანიშნავია, რომ წელს, დმანისის მუნიციპალიტეტში, საბაზისო ინფრასტრუქტურის მოწყობის მიმართულებით, სულ 9 000 000 ლარის ღირებულების პროექტები განხორციელდება.”- ნათქვამია ინფორმაციაში.