დმანისში ადგილობრივებმა პოლიციასთან გადაინაცვლეს

დმანისში ადგილობრივები პოლიციის შენობიდან დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვენ. პოლიციის შენობას სპეცრაზმი იცავს. ადგილზე ვითარება დაძაბულია.

ჯერჯერობით უცნობია, რამდენი ადამიანი დააკავეს სამართალდამცველებმა.

გუშინ დმანისში ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება მოხდა. კონფლიქტი მასშტაბურ დაპირისპირებაში გადაიზარდა და დღესაც გრძელდება.  ვითარების განმუხტვას პოლიცია ცდილობს.

დმანისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს განცხადებას და ადგილზე შეკრებილ მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ დაიცვან კანონის მოთხოვნები და შეინარჩუნონ სიმშვიდე.