დმანისში ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა

ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა დმანისში. ვარდისუბანში “ნისანის” მარკის ავტობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამობრუნდა.

შემთხვევის შედეგად 2 ადამიანი გარდაიცვალა.

წინასწარი ინფორმაციით, არიან დაშავებულებიც, რომლენიც სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. დაშავდა ოთხი ადამიანი.

გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრასპორტის მოძრაობის უსფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა.