დმანისში დაპირისპირებული მხარეები შერიგდნენ

ფოტო: მთავარი

დმანისის მუნიციპალიტეტის მერიაში დაპირისპირებულ მხარეებს შორის შეხვედრა დასრულდა. როგორც TV4-ის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, კონფლიქტში დაპირისპირებული მხარეები აცხადებენ, რომ შერიგდნენ. მათ ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს. 

პროცესში ჩართულები იყვნენ ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

“მოხარული ვარ და ბედნიერი ვარ, რომ ყოფით ნიადაგზე მომხდარი კონფლიქტი, რომელსაც ეთნიკური გაღვივების საშიშროება ჰქონდა ყველა მხრის, სასულიერო პირების, სახელმწიფოს და მოსახლეობის ჩართულობით მოგვარდა. ერთმანეთს მიუტევეს, შერიგდენ, რაც მისასალმებელია,”-განუცხადა ჟურნალისტებს სასულიერო პირმა.