დმანისში, სადაც ორი დღის განმავლობაში დაპირისპირება იყო, სიმშვიდეა. ადგილზე სამართალდამცველები და სპეცრაზმია მობილიზებული.
გუშინ დაპირისპირებული მხარეები დმანისის მუნიციპალიტეტის მერიაში შეხვედრის შემდეგ შერიდგნენ და სიმბოლურად ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრები, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ დმანისში კონფლიქტი ამოწურულია და დაპირისპირებული მხარეები შერიგდნენ. მათივე თქმით, დაპირისპირება ყოფით ნიადაგზე დაიწყო.
ამ დროისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს არცერთი პირი არ დაუკავებია.
დმანისში ადგილობრივ ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება 16 მაისს, 9 აპრილის ქუჩაზე დაიწყო და მეორე დღეს მასშტაბურ კონფლიქტში გადაიზარდა. ადგილობრივები ერთმანეთს რკინის ჯოხებითა და ხელკეტებით რამდენჯერმე დაუპირისპირდნენ. არიან დაშავებულებიც.