დღეიდან მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა აღდგება

დღეიდან მუნიციპალურმა ტრანსპორტმა მოძრაობა განაახლა.  მუნიციპალური ავტობუსებთან ერთად, რუსთავში მუშაობა დაიწყო კერძო სამარშრუტო ტაქსებმაც.

ამის შესახებ უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ გადაწყვეტილება ორი დღის წინ მიიღო.

მუნიციპალური ტრანსპორტი 3-დან 12 მაისის ჩათვლით არ მუშაობდა.

საბჭოს გადაწყვეტილებით, უქმე დღეების დროს დაწესებული შეზღუდვები დღეიდან, 13 მაისიდან იხსნება.

ამასთან, კვლავ ძალაში რჩება 21:00 საათიდან 05:00 საათამდე გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა.