“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეს, ნიკა მელიას საპატიმროში პარტიის ერთ-ერთი წევრი, გიორგი ბოტკოველი მოინახულებს.
ბოტკოველი პარტიის თავმჯდომარესთან შექმნილ პოლიტიკურ მდგომარეობასა და პარტიის სამოქმედო გეგმებზე ისაუბრებს. ერთ-ერთი საკითხი 20 ივნისის ამნისტიის კანონპროექტიც იქნება.
“ძალიან ბევრი საკითხია, რომელიც ჩვენ თავმჯდომარესთან ერთად უნდა გავიაროთ. ზოგადად ნაციონალური მოძრაობის ხვალინდელ დღეს და სამოქმედო გეგმას შეეხება ჩვენი შეხვედრა ნიკა მელიასთან. ეს დოკუმენტი, რომელიც ეხლა არის შედგენილი და რომელიც “ქართულმა ოცნებამ” უნდა დააინიციროს არა ნიკა მელიას გათავისუფლებას და კრიზისის განმუხტვას ემსახურება, ეს ემსახურება ნიკა მელიას ციხეში დატოვებას. ჩვენ გავივლით ყველა იმ საკითხს თუ რა იქნება ჩვენი პოლიტიკური მოძრაობისთვის და ნიკა მელიას თავისუფლებისთვის დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი”, – განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.