ეკა ბესელიამ სამართლის მულტიფუნქციური განათლებისა და ექპერტიზის ცენტრი, “მართლმსაჯულების სახლი” გახსნა.
მისი განცხადებით, ცენტრის შექმნის მიზანი ისეთი მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მომზადებაა, როგორებიც არიან მოსამართლეები, ადვოკატები, პროკურორები და საჯარო მოხელეები.
სასწავლო ცენტრი პირველ ჯგუფს 1 ივნისიდან მიიღებს. სასწავლო ცენტრი ასევე მოიცავს ისეთ სკოლებს, როგორებიცაა მედიაცია და ფსიქოლოგია, პოლიტიკური კამპანიის, მედიისა და კომუნიკაციის სკოლა, დიპლომატიისა და მოლაპარაკების ხელოვნება.







