ეკონომიკის მინისტრი: სახმელეთო საზღვრის გახსნაზე ვმუშაობთ

ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, მთავრობა ახერხებს,  პანდემია ბიზნესის ჩაკეტვის გარეშე მართოს, პარალელურად კი მუშაობენ ტურისტული ინდუსტრიის აღსადგენად.

ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა.

თურნავას თქმით, მიმდინარეობს მუშაობა სახმელეთო საზღვრის გახსნაზეც.

“მიდის მუშაობა, რომ დაახლოებით იმავე წესებით, რა წესებითაც საჰაერო საზღვრებს ვმართავთ. მაგალითად: ვაქცინირებული ვიზიტორებისთვის უფრო ადვილი შემოსვლა და ა.შ. ვფიქრობთ, რამდენად შესაძლებელია იმავე პრინციპის მიყენება სახმელეთო საზღვრების მიმართ და ვფიქრობთ ეს შესაძლებელი იქნება მაღალი ვაქცინაციის ტემპის ფონზე”, -ამბობს ნათია თურნავა.