“ეკო რუსთავის” გამწვანების მორიგი აქცია – ცენტრალურ პარკში 200-მდე ხე დაირგო

პროექტ “ეკო რუსთავის” ფარგლებში რუსთავის ცენტრალური პარკის ტერიტორიაზე გამწვანების აქცია გაიმართა. აქციის ფარგლებში დაირგო 200-მდე სხვადასხვა ჯიშის ხე, მათ შორის: მუხა, მარადმწავანე მუხა, დიადი ბოყვი, ცაცხვი და სხვა.

აქცია “კავკავკასიის ავტოიმპორტის” მხარდაჭერით ჩატარდა. ღონისძიების ფარგლებში რუსთავში ეკოლოგიაზე ზრუნვისა და ქალაქის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობის სიგელები გადაეცათ რუსთავის პარკის თანამშრომლებს.

გამწვანების აქციაში მონაწილეობას იღებდნენ საქართველოს პარლამენტის რუსთავისა და გარდაბნის 10 თემის მაჟორიტარი დეპუტატი ნინო ლაცაბიძე, რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, “კავკასიის ავტოიმპორტისა” და “რუსთავსერვის ცენტრის” თანამშრომლები.