ელექტრონული სისტემის დანერგვა თვითმმართველობის არჩევნებისთვის იგეგმება

თვითმმართველობის არჩევნებზე საარჩევნო უბანზე მისული ამომრჩევლების  რეგისტრაცია, ხმის მიცემა, ხმის დათვლისა და შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენის პროცედურები ელექტრონული საშუალებებით განხორციელდება.

ელექტრონული სისტემის შემოღებას საარჩევნო რეფორმა ითვალისწინებს, რომელიც ვენეციის კომისიას რეკომენდაციებისთვის გუშინ გადაეგზავნა.

კანონპროექტის მიხედვით, ცესკო უზრუნველყოფს ყველა უბანზე მოსულ ამომრჩეველთა რეგისტრაციას ელექტრონული რეგისტრატორით. ასევე ცესკო უზრუნველყოფს, საარჩევნო ოლქების სულ მცირე იმდენ უბანში ელექტრონული მთვლელით ბიულეტენების დათვლას, რამდენიც საჭიროა ამ ოლქის სოციოლოგიურად ვალიდური შედეგების გამოსავლენად.

ელექტრონული საშუალებების გამოყენების წესი და პირობები განისაზღვრება ცესკო-ს დადგენილებით.