ელისაშვილი: გიგი უგულავა არის არარაობა

გიგი უგულავას არაფერი არ მაინტერესებს. არის აბსოლუტურად დეგრადირებული და გაბანკროტებული პოლიტიკოსი, – ამის შესახებ “მოქალაქეების” ერთ-ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა გიგი უგულავას სასამართლო პროცესთან დაკავშირებით, განაცხადა.

ელისაშვილის თქმით, უგულავას სასამართლო პროცესი არ აიტერესებს.

„საერთოდ არ მაინტერესებს გიგი უგულავა, არც პოლიტიკურად და არანაირად. გიგი უგულავას არაფერი არ მაინტერესებს. არის აბსოლუტურად დეგრადირებული და გაბანკროტებული პოლიტიკოსი. არარაობაა ჩემთვის გიგი უგულავა და მისი არც სასამართლო პროცესი მაინტერესებს და არც არაფერი“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

13 მაისს გიგი უგულავასთან დაკავშირებულ ერთ-ერთ საქმეზე სასამართლო პროცესი დაინიშნა.