ენმ-ს წევრი სასაფლაოზე შესვლის მცდელობისას დააკავეს

“ნაციონალური მოძრაობის” წევრი ელგუჯა ბაგრატიონი სამართალდამცველებმა ურეხის სასაფლაოზე შესვლის მცდელობისას დააკავეს. მოგვიანებით კი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.

შეგახსენებთ, კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, მიმდინარე წლის 2 მაისიდან 4 მაისის ჩათვლით, მთელი საქართველოს მასშტაბით, სასაფლაოების ტერიტორიაზე მოქალაქეების შესვლა აიკრძალა. შეზღუდვების დარღვევა ითვალისწინებს სამართალდამრღვევი პირს დაჯარიმებას – 2000 ლარის ოდენობით. აკრძალვა არ ვრცელდება მხოლოდ დაკრძალვის პროცესზე