ეპიდვითარება რუსთავის სკოლებში – 20-მდე სკოლა ჰიბრიდულ მოდელზეა გადასული(+ვიდეო)

რუსთავის 20-მდე საჯარო სკოლაში სწავლა ჰიბრიდული მოდელით გრძელდება, სრულად დისტანციურ სწავლებაზე არცერთი საჯარო სკოლა არ არის გადასული.

როგორც რუსთავის საგანმანათლებლო რესურსცენტრში TV4-ს განუცხადეს, კორონავირუსის შემთხვევების დადასტურების გამო, ქალაქის თითქმის ყველა კერძო და საჯარო სკოლა სწავლას ჰიბრიდული მოდელით აგრძელებს.

რესურსცენტრის უფროსი სპეციალისტის, თამარ გელაშვილის ინფორმაციით, არიან კლასები, რომლებმაც ონლაინ ფორმატით სწავლის გაგრძელების გადაწყვეტილება საკუთარი სურვილით მიიღეს.

მთავრობის დადგენილების შესაბამისად, სკოლების ყველა თანამშრომლები სისტემატურად იტესტება.