საქართველოში კორონავირუსის 733 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო 24 საათში 1 530 ადამიანი გამოჯანმრთელდა. დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 20 პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 16 972 ტესტი, კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 4,32%, ბოლო 14 დღის – 4,04%, ბოლო 7 დღის – 4,21%.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 337 573 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 318 599 გამოჯანმრთელდა, 4 622 კი გარდაიცვალა.
სულ აცრილია – 112 192 ადამიანი, დღიურად აცრილია – 2 787.