„ექსპო ჯორჯიაში“ გიორგი გახარიას მისვლას აქტივისტების ხმაური მოჰყვა

„ექსპო-ჯორჯიასთან“ „შეცვალეს“ და „მოძრაობა საქართველოსთვის“ აქტივისტები გიორგი გახარიას საწინააღმდეგო აქციას მართავენ.

აქტივისტები გიორგი გახარიას ახალი პარტიის წარდგენას აპროტესტებენ, რომელიც 17:00 საათისთვის უნდა დაიწყოს.

„ექსპო ჯორჯიაში“ ყოფილი პრემიერ-მინისტრის მისვლას ადგილზე მყოფი აქტივისტების ხმაური მოჰყვა. ადგილზე მოხდა დაპირისპირებაც, აქტივისტების განცხადებით, კერძო დაცვის სამსახურის წარმომადგენლები მათ ფიზიკურად შეეხნენ.