ვაკანსიები სამეფო კარზე – ხელფასი 1 000-დან 3 000 ლარამდე

“გირჩი” ვაკანსიას აცხადებს. პარტია “სამეფო კარზე” მუშაობის მსურველს ეძებს.

“გირჩი” დეპუტატების სამ თანაშემწეს დაასაქმებს, ხელფასი 1000-დან 3000 ლარამდე მერყეობს. გასაუბრება კი პირდაპირ ეთერში  შედგება.

“სამეფო კარი” ორ ტექნიკურ თანამშრომელს “ციფრული კომუნიკაციების სპეციალისტსა” და “მემონტაჟე-ოპერატორს” ეძებს.

მოთხოვნები ასე გამოიყურება:

კომუნიკაციების სპეციალისტი “დაღვინებული” უნდა იყოს, დიდი და მრავალნაკადიანი ციფრული არხების მართვის გამოცდილებაც უნდა ჰქონდეს და “გირჩის სამეფოს” ციფრული მხარე უნდა მოაწესრიგოს.  ხელფასი 1 500-დან 3 000-მდე მერყეობს.

რაც შეეხება მემონტაჟე-ოპერატორის ვაკანსიას,  ხელფასი აქაც  1 500-დან 3 000- ლარამდეა.