ვიეტნამში კორონავირუსის ახალი შტამი აღმოაჩინეს

ვიეტნამში კორონავირუსის ახალი შტამი აღმოაჩინეს, –  ამის შესახებ ცოტა ხნის წინ, ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა.

მისი თქმით, ახალი ვარიანტი ე.წ. ინდური და ბრიტანული შტამების ნაზავია და ის ჰაერში სწრაფად ვრცელდება.

“ახლად დაინფიცირებულ პაციენტებში გენეტიკური სეკვენირების შედეგად აღმოვაჩინეთ ახალი ვარიანტი, რომელიც ინდური და ბრიტანული შტამების ნაზავია. უფრო კონკრეტულად, ეს არის ინდური ვარიანტის მუტაცია, რომელიც, თავდაპირველად, ბრიტანული შტამის მუტაცია იყო”- განაცხადა ვიეტნამის ჯანდაცვის მინისტრმა.

მისივე თქმით, ახალი ვარიანტის შესახებ მსოფლიოს უახლოეს მომავალში აცნობებენ.

ინფორმაციას როიტერსი ავრცელებს.