თალაკვაძე დმანისის მოვლენებზე: ოპონენტებს სურდათ, რომ სიტუაცია უფრო დაძაბულიყო

პარლამენტის ვიცე-სპიკერი არჩილ თალაკვაძე დმანისში მომხდარ დაპირისპირებას ეხმაურება და აცხადებს, რომ კონფლიქტის ადგილზე სიტუაციის კიდევ უფრო დაძაბვა ოპოზიციას აწყობდა.

მისივე თქმით, დმანისში ინციდენტი აოწურულია.

“ინციდენტი არის ამოწურული, გარკვეულ ნაწილს ჩვენი ოპონენტების სურდა, რომ სიტუაცია უფრო დაძაბულიყო, ისინი ყოველთვის არიან იმის იმედად რომ რაღაც დაძაბულობა მოხდება და საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ რამე ნაბიჯებს გადადგამენ. მინდა ყველას ვუთხრა, რომ ჩვენ ერთამენთს უნდა შევეჯიბროთ საქმის კეთებაში, მომავალზე ოირენტირებული გეგმები წარვუდგინოთ საზოგადოებას, ის ვინც ქვეყანას უკან ქაჩავს დარჩა პოლიტიკურ აფსაიდში და ერთმანეთთან ვიზიტებით შემოიფარგლებიან, ერთამენთს ელაპარაკებიან წარსულზე”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.