თბილისის მოსახლეობას ბუნებრივი აირის ერთ კუბურ მეტრზე ტარიფი 7.8 თეთრით ეზრდება და 54 თეთრის გადახდა მოუწევთ. ამის შესახებ გადაწყვეტილება სემეკის სხდომაზე მიიღეს.
ტარიფი ძალაში 2021 წლის 1-ლი ივნისიდან შევა და 2022 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით იმოქმედებს.
როგორც სხდომაზე განიმარტა, კომპანია „თბილისი ენერჯის“ 20 მილიონ ლარზე მეტი დავალიანება აქვს, რაც გამოწვეულია ვალუტის კურსის ცვლილებით.
როგორც სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანიამ სხდომაზე განაცხადა, “თბილისი ენერჯის” უფლება აქვს კომისიის გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში 1 თვის ვადაში გაასაჩივროს.