თბილისსა და ქუთაისში „ნაბეღლავის“ მძღოლები გაიფიცნენ

თბილისსა და ქუთაისში კომპანია „ნაბეღლავის“ საწყობის მძღოლები გაიფიცნენ. ისინი ხელფასების ზრდასა და პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ.

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, დასაქმებულები ვერ ახერხებენ შრომის კოდექსით გათვალისწინებული გარანტიებით სარგებლობას, ვერ გადიან შვებულებაში და მათ არ უხდიან ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურებას.

გაფიცვა  თბილისში დაიწყო. 20 მაისს,  დიდ დიღომში, „ნაბეღლავის“ საწყობთან კომპანიის დასაქმებული 80-მდე მძღოლი მივიდა, თუმცა სამუშაოს შესრულებაზე უარი განაცხადეს და კომპანიის წარმომადგენლებს საკუთარი მოთხოვნები გააცნეს.