თბილისში, თემქაზე ხანძარია

თბილისში, თემქის მესამე მიკრორაიონში ხანძარია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე სახანძრო-სამაშველო ჯგუფები მუშაობენ.

არსებული ინფორმაციით ცეცხლი ავტოსახელოსნოში საბურავებს გაუჩნდა.

ამ დროისთვის სხვა დეტალები უცნობია.