თბილისში 32 წლის მამაკაცი დაჭრეს

თბილისში, ვაჟა-ფშაველას მეექვსე კვარტალში 32 წლის მამაკაცი დაჭრეს. შემთხვევა გუშინ ღამით მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, მას რამდენიმე დაზიანება ცივი იარაღით მიაყენეს. შემთხვევას წინ დაპირპისირება უძღოდა.  რა გახდა მომხდარის მიზეზი, უცნობია.

გამოძიება ჯანმრთელობის დაზიანების მუხლით მიმდინარეობს. დაშავებულს გადაუდებელი ოპერაცია უკვე ჩაუტარდა, ის ამ დრომდე სამედიცინო დაწესებულებაში რჩება.  მამაკაცის ჯანრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.