გარდაიცვალა 24 პაციენტი – როგორია ეპიდვითარება დღეს

საქართველოში კორონავირუსის 549 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 1439 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 24 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 9 535 ტესტი, კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 5,76%, ბოლო 14 დღის – 6,03%, ბოლო 7 დღის – 6,48%/

ქვეყანაში სულ აცრილია – 62 447 ადამიანი, დღიურად აცრილია – 1 089.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 322 468 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 302 428 გამოჯანმრთელდა, 4 305 კი გარდაიცვალა.