“იმისთვის რომ ვაქცინაციამ საზოგადოებრივი ეფექტი მოგვცეს, საჭიროა მოსახლეობის მინიმუმ 25% მაინც აიცრას”

NCDC-ის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, იმისთვის რომ იმუნიზაციამ გარკვეული საზოგადოებრივი ეფექტი მოგვცეს, საჭიროა მოსახლეობის 25% აიცრას.

“ჯერჯერობით ვაქცინაცია მაინც არის ინდივიდუალური დაცვა. მოსახლეობის ჯერ კიდევ ძალიან მცირე ნაწილი არის აცრილი, მით უმეტეს, ორი დოზით. იმისთვის, რომ ვაქცინაციამ საზოგადოებრივი ეფექტი მოგვცეს, საჭიროა მოსახლეობის მინიმუმ 25% მაინც აიცრას, შემდეგ კი გარკვეულ საზოგადოებრივ ეფექტსაც მოგვცემს.

იმ ქვეყნების გამოცდილებიდან, რომლებმაც შეძლეს და აცრეს მოსახლეობის ნახევარზე მეტი, ჩანს, რომ სრული საზოგადოებრივი ეფექტი მიიღწევა, ეპიდემიოლოგიურ პროცესზე ძალიან კარგად იმოქმედებს “, – აღნიშნავს იმნაძე.