NCDC-ის დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის ახალი შტამების წარმოქმნა ნაკლებად სავარაუდოა.
მისივე თქით, კორონავირუსის ახალი შტამები იმ ქვეყნებში წარმოიქმნება, სადაც ვირუსი ათეულ მილიონობით ადამიანში ცირკულირებს.
„სამწუხაროდ, საქართველოს მოსახლეობა იმდენად მცირეა, რაც არ უნდა ინტენსიური იყოს ვირუსის ცირკულაცია, ახალი შტამების წარმოქმნის ალბათობა, ასეთი მცირე მოსახლეობის მქონე ქვეყნებში ნაკლებად სავარაუდოა.
ეს უფრო იმ ქვეყნებში მოხდება, სადაც ვირუსის ათეულ მილიონობით ადამიანში ცირკულირებს. ვირუსიც ისეთივე ცოცხალი არსებაა, მუტაციები, სჭირდება, რომ უკეთ მოერგოს საცხოვრებელ გარემოს, რომელიც ჩვენი უჯრედებია“, -აღნიშნავს იმნაძე.