იმნაძე: ქეიფს რატომ უნდა შესწირო შენი ახლობლის სიცოცხლე?

ბოლო კვირაში კორონას გამო 3 ძალიან ახლობელი ადამიანი დავკარგე… ქეიფს რატომ უნდა შესწირო შენი ახლობლის სიცოცხლე?! ეს ადამიანები ვინ არიან?! სად გაჩნდნენ?! – ამის შესახებ NCDC-ის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა.

როგორც პაატა იმნაძე აცხადებს, ამ დროისთვის კორონავირუსის პიკი საქართველოში გავლილია.

„ნუთუ ისე გაიარა ამ კორონამ, რომ ან ახლობელი არ ჰყავთ, ან მეგობარი, რომ კორონას გამო არ დაკარგა. აი, ეს კითხვა მაქვს, რა ვთქვა აღარ ვიცი… ქეიფს რატომ უნდა შესწირო, შენი ახლობლის სიცოცხლე?!

პიკი გადავიარეთ, ბევრი ღლიცინებს ამ პიკზე, მაგრამ ვისაც გაუვლია ეპიდემიოლოგიის პატარა კურსი, იცის, რომ ჩვეულებრივი ეპიდემიოლოგიური ტერმინია“, – განაცხადა იმნაძემ.

რაც შეეხება იმუნიზაციას და ვაქცინაციას, იმნაძის განცხადებით ზაფხულში ქვეყანაში დიდი სავაქცინო ცენტრების გახსნა იგეგმება.

„მასობრივ ვაქცინაციაზე წინასწარი რეგისტრაცია აღარ იქნება. მაგალითად, ზაფხულში დიდი სავაქცინო ცენტრები გაიხსნება. ახლა გამოჩნდება, ვინ არის ანტივაქსერი“, – განაცხადა იმნაძემ.