დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე, პაატა იმნაძე იმედოვნებს, რომ 2-3 კვირაში, თუ ქვეყანაში კორონავირუსთან დაკავშირებით ვითარება სტაბილური იქნება, კონკრეტული რეგულაციები შემსუბუქდება.
რაც შეეხება ე.წ. “კომენდანტის საათს”- იმნაძის თქმით, გადაადგილების შეზღუდვა მობილობის შემცირებას ემსახურება, რაც თავის მხრივ, ვირუსის გავრცელებას უშლის ხელლს.
“ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ. მეც მინდა, რომ შეზღუდვები მოიხსნას. ბევრია დამოკიდებული ჩვენზე. რაც უფრო გაზაფხულდა, სულ უფრო გაჭირდება პირბადის წესის დაცვა, განსაკუთრებით გარეთ. ეს ორი რაც დაგვრჩა – პირბადე და 11 საათიდან მობილობის შემცირება. ეს არის, რომ ინფექციას გაღვივების საშუალება არ მივცეთ და რამენაირად დავაგდოთ ახალი შემთხვევების რიცხვი.
დიდი იმედი მაქვს, რომ 2-3 კვირაში, თუ მივაღწევთ გარკვეულ სტაბილიზაციას, შემთხვევების რიცხვის მხრივ, შესაძლებელი იქნება, რაღაც რეგულაციების კიდევ შემსუბუქება”, – განაცხადა პაატა იმნაძე.