“ქართული ოცნების ” თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. მისი თქმით, ოპოზიცია 57%-იან საარჩევნო ზღვარს ვერ გადალახავს.
კობახიძის თქმით, „ქართულ ოცნებას“ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის მზადება დაწყებული აქვთ.
„ჩვენ გვეყოლება ისეთი კანდიდატი, რომელიც ოპოზიციურ კანდიდატებს არჩევნების პირველსავე ტურში დაამარცხებს. 57%-იან ზღვარს ეს ოპოზიცია ვერაფრით გადალახავს. შემიძლია, ეს ცალსახად გითხრათ. შესაბამისად, შემიძლია ცალსახად გითხრათ, რომ ჩვენ არათუ 43%-ს, ამ არჩევნებში ბევრად მაღალ შედეგს მივიღებთ“, – განაცხადა კობახიძემ.
თვითმმართველობის არჩევნებამდე ექვსი თვე დარჩა. პოლიტიკური პარტიები კი მერობის კანდიდატების დასახელებას არ ჩქარობენ.