ისრაელში საქართველოს საელჩო განცხადებას ავრცელებს

ისრაელში საქართველოს საელჩო განცხადებას ავრცელებს. ისრაელის მთავრობის გადაწყვეტილებით, მიმდინარე წლის 6 მაისიდან 19 მაისის ჩათვლით ქვეყანაში განახლებული რეგულაციები იმოქმედებს.

დახურულ სივრცეში ადამიანთა დასაშვები რაოდენობა 50 იქნება, ხოლო ღია სივრცეში 500.

ფიტნესდარბაზებზე, სპორტულ კომპლექსებზე, დახურულ სივრცეში განთავსებულ საცურაო აუზებსა და ატრაქციონებზე ვრცელდება ე.წ. „იასამნისფერი სტანდარტი“, რაც ვიზიტორებს ათავისუფლებს „მწვანე პასპორტის“ ქონის აუცილებლობისგან.

შეგახსენებთ, რომ 29 აპრილიდან საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრთა რაოდენობაზე შეზღუდვა გაუქმდა.