იტალიის ტბაში დაკარგული სოფელი გამოჩნდა

იტალიაში ერთ-ერთი წყალსაცავის სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს ათწლეულების განმავლობაში ჩაძირული სოფელი გამოჩნდა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ტბის დონის დაწევის შემდეგ ადგილობრივებმა სოფელ კურონის კვალი შენიშნეს.

წლების წინ აქ ასეულობით ადამიანი ცხოვრობდა. სოფელი კურონი მას შემდეგ დაიტბორა, რაც 1950 წელს აქ ჰიდროელექტროსაგური აშენდა.