კონფერენციაზე, რომელსაც 284 მოსამართლე ესწრებოდა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრობის 4 ვაკანტურ ადგილზე სულ 4 კანდიდატი დასახელდა: თემურ გოგოხია, ბადრი შონია ლევან მიქაბერიძე და გოჩა აბუსერიძე.
მათ კანდიდატურას მოსამართლეთა რიგგარეშე XXIX კონფერენციაზე მხარი მოსამართლეთა კორპუსის უმრავლესობამ დაუჭირა.
ოთხივე მათგანი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლის თანამდებობაზე 4 წლის ვადით აირჩიეს.
აღსანიშნავია, რომ მოსამართლეთა კორპუსი 326 მოსამართლისგან შედგება, რომელთაგან დღევანდელ კონფერენციაზე რეგისტრაცია 284-მა მოსამართლემ გაიარა.
აღსანიშნავია, რომ მოსამართლეთა რიგგარეშე კონფერენციამ საპროტესტო აქციის ფონზე ჩაიარა.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოში ოთხი ახალი მოსამართლე წევრის არჩევის აუცილეობა მას შემდეგ დადგა დღის წესრიგში, რაც მოსამართლე წევრებს: ირაკლი შენგელიას, ირაკლი ბონდარენკოს, ვასილ მშვენიერაძეს და დიმიტრი გვრიტიშვილს საბჭოში მუშაობის ვადა ამოეწურათ.