კახი კავსაძეს საბურთალოს სასაფლაოზე მეუღლის გვერდით დღეს დაკრძალავენ

მსახიობ კახი კავსაძეს რუსთაველის ეროვნული თეატრიდან დღეს, 1 მაისს, 14:00 საათზე გამოასვენებენ.

ოჯახის გადაწყვეტილებით, კახი კავსაძეს საბურთალოს სასაფლაოზე მეუღლის, ბელა მირიანაშვილის გვერდით დაკრძალავენ.

ქართველი მსახიობი კახი კავსაძე 85 წლის ასაკში გარდაიცვალა. მას 2020 წლის 28 ნოემბერს COVID-19 დაუდასტურდა. იგი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში სუნთქვის მწვავე უკმარისობით დააწვინეს და მართვით სუნთქვაზე გადაიყვანეს.