კახეთში თანასოფლელმა მამაკაცი დაჭრა

ყვარლის მუნიციპალიტეტში 50 წლამდე მამაკაცი თანასოფლელმა დაჭრა. გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცს ჭრილობები ფეხის არეში ცეცხლსასროლი იარაღით აქვს მიყენებული. ფაქტი სოფელ ახალსოფელში მოხდა.

ადგილობრივების ინფორმაციით, შემთხვევას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.

დაჭრილის საავადმყოფოშია გადაყვანილი, ის გადაუდებელ ქირურგიულ ჩარევას საჭიროებს.

ადგილზე პოლიცია მობილიზებული.