კობახიძე დმანისზე: რთული ვითარების დეესკალაცია მოხერხდა ერთ დღეში

“სამართალდამცავი სტრუქტურების რეაგირება იყო სათანადო და ადეკვატური და ამის შედეგები ყველამ იხილა”- ამის შესახებ “ქართული ოცნების” თავმდჯომარემ, ირაკლი კობახიძემ დმანისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით კომენტირებისას განაცხადა.

როგორც კობახიძე ამბობს, მისი ინფორმაციით, კონფლიქტში მონაწილე რამდენიმე ადამიანი დაკავებულია.

“რამდენადაც ვიცი,  უკვე გუშინ რამდენიმე ადამიანი იქნა დაკავებული, ეს ჩემი ინფორმაციაა, შეგიძლიათ გადაამოწმოთ. რაც შეეხება სამართალდამცავი სტრუქტურების რეაგირებას, ეს რეაგირება იყო სათანადო და ადეკვატური და ამის შედეგები ყველამ იხილა.

ამ ძალიან რთული ვითარების დეესკალაცია მოხერხდა ერთი დღის განმავლობაში. ეს მეტყველებს იმაზე, რომ სამართალდამცავმა სტრუქტურებმა იმოქმედეს სათანადოდ. იყო რთული სიტუაციაა, ყოფით ნიადაგზე დაიწყო ეს ყველაფერი და ძალიან გართულდა უცბად. სირთულე იყო სერიოზული, თუმცა, ამის მიუხედავად, დღის ბოლომდე მოგვარდა ეს პრობლემა”, – განაცხადა  ირაკლი კობახიძემ.