“კომენდანტის” გაუქმების მოთხოვნით პეტიციას 20 000 მოქალაქე შეუერთდა

 სოციალურ ქსელში გადაადგილების შეზღუდვის გაუქმების მოთხოვნით, მოქალაქეების პეტიცია გავრცელდა. პეტიციას 20 000-მდე მოქალაქე აწერს ხელს. 

 ინიციატორი ფილოსოფიის პროფესორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ყოფილი რექტორი გიგი თევზაძეა. 

“დღეს მოქმედი “კომენდანტის საათი” ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს და არ ემსახურება იმ მიზნებს, რის გამოც არის შემოღებული. მნიშვნელოვანია, გაუქმდეს “კომენდანტის საათი”, მაგრამ გაძლიერდეს საგანმანათლებლო კამპანია, გაუმჯობესდეს რისკ-ჯუფების მეთვალყურეობის ღონისძიებები და დაჩქარდეს საყოველთაო ვაქცინაცია”. -წერია პეტიციაში. 

ცნობისთვის, ე.წ “კომენდანტის საათი” 2020 წლის 9 ნოემბრიდან, უკვე ნახევარი წელია მოქმედებს.