უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დღეიდან “კომენდანტის საათი” 23:00 საათიდან იმოქმედებს.
TV4 დაინტერესდა, რა გრაფიკით გააგრძელებს მუშაობას საზოგადოებრივი ტრანსპორტი.
როგორც კომპანია “ინტერტრანსში” TV4-ს განუცხადეს, ხვალიდან კომპანია ოფიციალურ განცხადებას გაავრცელებს მიკროავტობუსების მოძრაობის გრაფიკთან დაკავშირებით. დღეს ბოლო მიკროავტობუსი თბილისიდან რუსთავის მიმართულებით ნაცვლად 19:30-ისა, 21:00 საათზე გამოვა.
“დღეს 21:00 საათზე გამოვა ბოლო მიკროავტობუსი, ხვალიდან იქნება გრაფიკი და ოფიციალური ინფორმაცია, რომელი მარშრუტი რა გრაფიკით იმოძრავებს.”-აცხადებს “ინტერტრანსის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი სოფო ცერცვაძე.
რაც შეეხება მუნიციპალურ ავტობუსებს და კერძო სამარშრუტო ტაქსებს, ტრანსპორტის მართვისა და კონტროლის სამსახური გადაწყვეტილებას უახლოეს დროში მიიღებს. დღეს მუნიციპალური ავტობუსები ძველი გრაფიკით იმუშავებენ და მუშაობას 19:30-იდან დაასრულებენ.