კორონავირუსის 700-ზე მეტი შემთხვევა – ეპიდვითარება 13 მაისს

საქართველოში კორონავირუსის 776 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 1 329 ადამიანი გამოჯანმრთელდა. დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 16 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 31 982 ტესტი, კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: 2,43%, ბოლო 14 დღის – 5,56%, ბოლო 7 დღის – 4,79%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 326 441 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 306 264 გამოჯანმრთელდა, 4 379 კი, გარდაიცვალა.

სულ აცრილია – 77 343 ადამიანი, დღიურად აცრილია 4 056.