საქართველოში კორონავირუსის 1 071 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო 24 საათში 680 ადამიანი გამოჯანმრთელდა. დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 33 პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 29 985 ტესტი, კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 3,57 პროცენტი, ბოლო 14 დღის – 4,11 პროცენტი, ბოლო შვიდი დღის – 4,18 პროცენტი.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 336 840 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 317 069 გამოჯანმრთელდა, 4 602 კი გარდაიცვალა.
სულ აცრილია – 109 395 ადამიანი, დღიურად აცრილია – 3 866.