საქართველოში კორონავირუსის 1 104 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 24 საათში 1 603 ადამიანი გამოჯანმრთელდა. დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 21 პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 29 032 ტესტი, კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 3,8 პროცენტი, ბოლო 14 დღის – 4,39 პროცენტი, ბოლო შვიდი დღის – 4,03 პროცენტი.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 334 705 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 315 254 გამოჯანმრთელდა, 4 540 კი გარდაიცვალა.
სულ აცრილია – 101 415 ადამიანი, დღიურად აცრილია – 4 233.









