კრამონი: ნიკა მელიას გათავისუფლებით შეთანხმების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპია მიღწეული

ნიკა მელიას გათავისუფლებით 19 აპრილის შეთანხმების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპია მიღწეული, – განაცხადა ევროპარლამენტარმა, ვიოლა ფონ კრამონმა.

„მელიას გათავისუფლებით 19 აპრილის შეთანხმების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპია მიღწეული. ახლა გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სხვა საკითხებზე ყურადღების გამახვილებას, რომელიც მხარეებს შორის თანამშრომლობას მოითხოვს და ხელს შეუწყობს საქართველოში უფრო სამართლიან და გამჭვირვალე პარლამენტს. ოპოზიციის დანარჩენ ნაწილს მოვუწოდებთ, შეთანხმებას შეუერთდეს“, – განაცხადა ევროპარლამენტარმა.