მარნეულში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ
ჩატარებული გამოძიებით დადგინდა,რომ 2021 წლის 25 მაისს, მარნეულში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ა.მ. შურისძიების მიზნით, რ.გ.-ს გულმკერდისა და ყელის არეში დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა.

მიღებული დაზიანებების შედეგად რ.გ. საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

პროკურატურის ცნობით, ა.მ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ბრალდების მხარემ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, რუსთავის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.